პროექტის სახელწოდება: ოჯახში მოხმარებული ელექტრული
ენერგია
პროექტის მთავარი
იდეა: უმრავლეს შემთხვევაში ოჯახში არ ხდება ელექტრული ენერგიის დაზოგვა (ხშირად ანთია
ნათურები, ჩართულია ელექტრო ხელსაწყოები, როდესაც ისინი საჭირო არ არის და ა. შ)
პროექტის მიზანი: ოჯახში მოხმარებული ელექტრული ენერგიის
დაზოგვის გზების ძიება
პროექტის აქტუალობა:
1. ოჯახში მოხმარებული ელექტრული ენერგიის ღირებულების დადგენა;
II.ენერგიის
დაზოგვის გზების განსაზღვრა.
მონაწილეთა ასაკი 15–16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა 1თვე
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები
ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას სხვადასხვა სახით
შემცირდება ენერგიის ხარჯი, რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია, შესაბამისად
გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი;
მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას, შესაბამისად
დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კალკულატორი,
სახელმძღვანელო, ინტერნეტი, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა:
ჩამოვთვალოთ
ოჯახში ელექტრული ენერგიის მომხმარებელი მოწყობილობები
გამოვთვალოთ, რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული
მოწყობილობა ერთი თვის განმავლობაში
მონაცემები წარმოვადგინოთ ცხრილის სახით
დავადგინოთ
ელექტრული ენერგიის ღირებულება და წარმოვადგინოთ სვეტოვანი დიაგრამის სახით
ცხრილისა და
დიაგრამის ანალიზის საფუძველზე შევიმუშავოთ ელექტრული ენერგიის დაზოგვის გზები (შევამციროთ
ენერგიის უქმად ხარჯვა, გამოვრთოთ სინათლე, როდესაც იგი საჭირო აღარ არის, გამოვიყენოთ
ეკონომიური ნათურები და ა. შ.)
ჩამოვწეროთ რა საშუალებებით დაზოგავს ელექტრო ენერგიას
ჩვენი ოჯახი
ვიანგარიშოთ, რა ეკონომიას მისცემს ეს ჩვენს ოჯახს
შეფასება:
შეფასებისას
ყურადღებას ვაქცევ:
არის თუ არა პრობლემა
სწორად წარმოდგენილი;
არის თუ არა პროექტის მიზანი მკაფიო
და მიღწევადი პრობლემის გადასაჭრელად;
სწორად არის თუ არა განსაზღვრული ამოცანები;
სწორად არის თუ არა დაგეგმილი თითოეული ამოცანის შესატყვისი კონკრეტული საქმიანობები,გაწერილი
დროში; არის
თუ არა სწორად შერჩეული რესურსები;
არის თუ არა
სწორად ჩატარებული კვლევა;
პრეზენტაციის დროს მოსწავლე:
1.
ნათლად აყალიბებს თუ არა პროექტის არსს,
2.აღწერს თუ არა პროექტზე მუშაობის პროცესს,
3. აღნიშნავს თუ არა მნიშვნელოვან ეტაპებს,
4. თანაკლასელებს აცნობს თუ არა ჩატარებული სამუშაოს შედეგებს,
5. აკეთებს თუ არა ცხრილების, დიაგრამების, ჩანაწერების სრულყოფილ ანალიზს, 6. ითვალისწინებს
თუ არა მასწავლებლისა და თანაკლასელების მითითებებს.
საგნებთან კავშირი: მათემატიკა, ფიზიკა, ისტ–ი.
პროექტის ხელმძღვანელი: დავით კიღურაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: davitkiguradze@gmail.com